კამერა ობსკურა (ლათ. camera obscūra – ბნელი ოთახი) – უმარტივესი ხელსაწყოა, რომელიც იძლევა ობიექტების ოპტიკური გამოსახულების მიღების საშუალებას. იგი წარმოადგენს შუქგაუმტარ ყუთს, ერთ კედელზე ხვრელითა და მოპირდაპირე კედელზე ეკრანით (მქრქალი მინით ან თხელი თეთრი ქაღალდით.
სინათლის სხივები, გადიან რა დაახლ. 0,5–5 მმ დიამეტრის ხვრელში, ეკრანზე ქმნიან შებრუნებულ გამოსახულებას. კამერა ობსკურას საფუძველზე შექმნილი იყო ზოგიერთი ფოტოკამერა.
კამერა ობსკურა არ უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ სიმკვეთრეს. გარკვეულ საზღვრამდე გამოსახულების სიმკვეთრე შეიძლება გაიზარდოს ხვრელის დიამეტრის შემცირებით, მაგრამ ზედმეტად შემცირების დროს მჟღავნდება დიფრაქციის ეფექტები და გამოსახულება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ობსკურა ხასიათდება გამოსახული სივრცის დიდი სიღრმით
ისტორია
პირველი კამერა ობსკურები წარმოადგენდნენ ჩაბნელებულ ოთახებს (ან დიდ ყუთებს) ერთ–ერთ კედელზე ხვრელით. კამერა ობსკურას ხსენება ჩვ.წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გვხვდება: ჩინელი ფილოსოფოსის - მო დის მიმდევრებმა – მოისტებმა–აღწერეს ჩაბნელებული ოთახის კედელზე შებრუნებული გამოსახულების გაჩენა. კამერა ობსკურა ნახსენებია არისტოტელესთანაც. მეათე საუკუნის არაბმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა იბნ ალ ხაისამმა (ალხაზენმა) კამერა ობსკურას შესწავლის დროს გამოიტანა დასკვნა სინათლის წრფივი გავრცელების შესახებ.
როგორც ჩანს, ნატურიდან ხატვისთვის კამერა ობსკურა პირველმა გამოიყენა ლეონარდო და ვინჩიმ. მან აგრეთვე დაწვრილებით აღწერა იგი თავის „ ფერწერის ტრაქტატში“.
1686 წელს იოჰან ცანმა დააპროექტა პორტატული კამერა ობსკურა, რომელიც აღჭურვილი იყო 450 ით დახრილი სარკით და გამოსახულებას იძლეოდა გაუმჭვირვალე ჰორიზონტალურ ფირფიტაზე. რაც მხატვრებს საშუალებას აძლევდა პეიზაჟები ქაღალდზე გადაეტანათ.
იმდროინდელი კამერა ობსკურები წარმოადგენდნენ დიდ ყუთებს სარკეების სისტემით სინათლის გადახრისთვის. ხშირად ჩვეულებრივი ხვრელის მაგივრად გამოიყენებოდა ობიექტივი (ჩვეულებრივ, ერთმაგი ლინზა) რაც გამოსახულების სიმკვეთრის და განათების გაზრდის საშუალებას იძლეოდა. ოპტიკის განვითარებასთან ერთად ობიექტივი რთულდებოდა, ხოლო შუქმგრძნობიარე მასალების გამოგონების შენდეგ კამერა ობსკურა გადაიქცა ფოტოაპარატად.
თანამედროვე პოტოაპარატი
სონი (Sony) - კომპანიის ისტორია იწყება 1946 წლის 7 მაისიდან, როდესაც ინჟინერმა მასარუ იბუკამ (Masaru Ibuka) და მისმა კომპანიონმა აკიო მორიტამ (Akio Morita), რომელიც ომის წლებში მუშაობდა სამხედრო ლაბორატორიაში, ტოკიოში დააფუძნეს რადიონაწილების კომპანია სონი (Sony). ფირმაში დასაქმებული იყო 20 ადამიანი და საწყისი კაპიტალი შეადგენდა 500 დოლარს. კომპანია, მატერიალური პრობლემების და მსხვილი ფირმებისგან დიდი კონკურენციის გამო, ბაზრიდან გაქრობისგან იხსნა აკიო მორიტას წარმატებულმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ. 1949 წელს კომპანია სონი (Sony) იღებს მაგნიტური ფირის გახმოვანების პატენტს და ერთი წლის შემდეგ უშვებს მაგნიტოფონს G-Typ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია ვიზუალურად მიმზიდველად არ გამოიყურებოდა, სწორედ ამ მაგნიტოფონმა დაუდო საფუძველი სონის შემდგომ განვითარებას. 1950 წელს სონი (Sony) ამერიკული კომპანია Western Electric – ისგან ყიდულობს ტრანზისტორების წარმოების ლიცენზიას. მალე ფირმის წარმოება იზრდება და გამოდის სონის (Sony) ცნობილი რადიომიმღები TR-2. ამავე დროს იწყება სონის ტალევიზორების და ვიდეო მაგნიტოფონების. ყველა ეს მოწყობილობა მუშაობდა ტრანზისტორებზე (პირველი ტრანზისტორი შემუშავებული იქნა კომპანია Bell – ის კვლევით ლაბორატორიაში. მისი შემქმნელი იყო ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრე გრემ ბელი) . მორიტას ძირითადად მიმართულება ჰქონდა აღებული ხმოვანი აპარატურის წარმოებაზე, რის გამოც კომპანიას 1955 წელს ეწოდა სახელწოდება სონი (Sony) , რომელისც ლათინურად ნიშნავს "ხმა" – ს. 1963 წელს სონიმ გაიტანა თავისი აქციები ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია იყო პირველი იაპონური ბრენდი, რომელიც მოხვდა NYSE (New York Stock Exchange) – ს სიაში. იმავე პერიოდში, იმისათვის, რომ უფრო მეტად დაემკვიდრებინა ამერიკულ ბაზარზე თავისი ბრენდი აკიო მორიტა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის შტატებში. 1968 წელს კომპანია უშვებს თავის პირველ ფერად სონის ტელევიზორს Trinitron. სწორედ მსოფლიო ბრენდმა სონიმ პირველმა გამოუშვა მუსიკალური პორტატული ფირსაკრავი და ლაზერული დისკები (ლაზერული დისკები სონიმ გამოიგონა კომპანია ფილიპსთან (Philips) >> ერთად 1980 წელს). მნიშვნელოვანი გარდატეხა თანამედროვე ტექნიკის სფეროში სონიმ (Sony) მოახდინა 1990 წელს. შეიქმნა DVD, Blu-Ray და თანამედროვე ტიპის ტელევიზორი Bravia, სათამაშო მოწყობილობა Sony PlayStation და Sony PlayStation Portable, განთქმული ნოუთბუქი სონი ვაიო (Sony Vaio), ფოტოაპარატი Cyber-Shot, მობილური ტელეფონი სონი ერიქსონი ( Sony Ericsson) >>. 1999 წლის 21 ოქტომბერს, 1993 წლიდან ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, კომპანია სონის ლეგენდარული დამაარსებელი აკიო მორიტა გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. მორიტას დაწერილი და გამოცემული აქვს ორი წიგნი, მათ შორის ცნობილი – "Made in Japan" . იგი იყო პირველი იაპონელი, რომელსაც მიღებული ჰქონდა დიდი ბრიტანეთის ხელოვნების ორდენი. აგრეთვე მას მიღებული აქვს დამსახურებული ლეგიონის ნაციონალური ორდენი და იაპონიის იმპერატორის წმინდა საგანძურის პირველი კატეგორიის ორდენი. ამჟამადაც კომპანია სონი (Sony) ერთ–ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ელექტრო ტექნიკა; საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის წარმოება; გასართობი სფერო – მათ შორის კინოფილმების ( Columbia Pictures ) , მუსიკალური პროგრამების და კომპიუტერული თამაშების შექმნა–წარმოება; საინვესტიციო–საფინანსო საქმიანობა; ინტერნეტ პროექტების განხორციელება და ა.შ.
No comments:
Post a Comment